“პოლიციელის ფორმის გახდა” ნიშნავს სახელმწიფოს ხელყოფას – გიორგი დვალიშვილი შს მინისტრს

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი დვალიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა და თქვა, რომ “პოლიციელის ფორმის გახდა” სახელმწიფოს ხელყოფას ნიშნავს. ასმის შესახებ დვალიშვილსი ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მივმართავ გაუნათლებელ და ღირსების არმქონე მინისტრს, პოლიციის გენერალ ლეიტენანტ ვახტანგ გომელაურს, რომელმაც არ იცის, სად მუშაობს და რა თანამდებობაზე. პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, ხოლო პოლიციის ფორმა არის მისი ღირსება, ამიტომაც “პოლიციელის ფორმის გახდა” ნიშნავს სახელმწიფოს ხელყოფას. ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას პოლიციელი, ისე, რომ არც ინტერესდება, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს მის პოლიციელებს და ამბობს, რომ შეიძლება მანამდე ბატონ კიტა იზორიას ჩვენ მივაყენეთ შეურაცხყოფა, ეს არის მინისტრის პოზიცია”, – თქვა TV პირველის ეთერში დვალიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – გაყინული კონფლიქტების, ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად, საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ