“პოლიციელის გინების გამო პროკურატურა ჩემს პატიმრობას ითხოვს”

“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 5 ივლისს, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს.

“დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე.

ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს!

მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს.” – წერს გიორგი თაბაგარი.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადება ძალიან უცნაურია
შემდეგი სტატიამონტენეგროს პრეზიდენტი: ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს