პოლიციელის დაჭრის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა

სამართალდამცავებმა პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულების დაკავება შემთხვევიდან რამდენიმე საათში მოხდა და დაკავებულია 3 პირი. პოლიციელის დაჭრის ფაქტს პროკურატურა იძიებს. პოლიციელი გვიან ღამით საბურთალოს ქუჩაზე დანით დაჭრეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცოა ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიაბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ბოკერია რამე კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან , თუმცა არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი – მელია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ქართული პროდუქციის შეძენაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში პირადად ჩავერთვები