11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

პოლიციელის ცემაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პოლიციელის ცემის ბრალდებით დაკავებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით შარაშიძე, სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტის დროს ერთ პოლიციელს სამი პირი რამდენიმე წუთის განმავლობაში სცემდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც სამართალდამცველი უკვე ძირს იყო დაცემული.

სასამართლო სხდომაზე დავით შარაშიძე თავს იმით იმართლებდა, რომ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და კონფლიქტის შემდეგ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ პოლიციელმა „ქურდების სადღეგრძელო“ არ დალია.

შარაშიძემ ასევე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან პოლიციის უფროსის მოადგილემ გაუშვა, რის შემდეგაც ის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, სამხარეო პოლიციის უფროს ზაზა ცხაკაიასთან შესახვედრად წავიდა. ამ გარემოებამ კითხვები გააჩინა, რატომ დატოვა ბრალდებულმა დანაშაულის ადგილი და იყო თუ არა გავლენების გამოყენების მცდელობა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ელჩის დაბრუნებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მიესალმებიან
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორზე: არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, უცხოეთიდან იღებენ ფულს