“პოლიციელი, რომელიც ლუკა სირაძის დაკითხვაში ფიგურირებდა, საქმიდან გააქრეს”

პოლიციელი, რომელიც ლუკა სირაძის დაკითხვაში ფიგურირებდა, საქმიდან გააქრეს. სამართალდამცავები, რომლებიც დაკითხვაში იღებდნენ მონაწილეობას არ დაუკავებიათ. პატიმრობაში მხოლოდ მარიანა ჩოლოანია, რომელიც მოზარდის საქმეს იძიებდა.

15 წლის ლუკა სირაძის ძმა აცხადებს, რომ მხოლოდ გამომძიებლის დაკავება საკმარისი არ არის და ოჯახი ითხოვს ყველა იმ პოლიციელის დასჯას, რომელებიც დიღმის პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე ზეწოლას ახდენდა.

ბექა სირაძე პოლიციის განყოფილების უფროსის მაშინდელ მოადგილეზე რევაზ მამასახლისზე საუბრობს, რომელიც დადასტურებული ინფორმაციით ნამდვილად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში ის ჩვენებაში ამბობს, რომ ლუკა ნამდვილად გაიყვანა ცალკე, თუმცა მისი თქმით, არანაირ ზეწოლას ადგილი აქ ჰქონია.

“პირველი განყოფილების პოლიციის თანამშრომლები კონკრეტულად ის რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ჩემი ძმის დაკითხვაში იყვნენ ჩართული. სამნი იყვნენ, ერთ-ერთია მარიანა ჩოლოიანი, უფროსის მოადგილე და კიდევ ერთი პიროვნება, რომლის სახელი და გვარიც არ ვიცი” – ამბობს ბექა სირაძე.

ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. იურისტი რევაზ აჭარაძე აცხადებს, რომ ჩოლოიანის მიმართ არსებობს მტკიცებულებები, ასევე საქმეში არსებობს ლუკა სირაძის დედის ახალი ჩვენება.
მისი თქმით საქმეში დევს მესამე პირის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ჩოლოიანი მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, მოწმე აცხადებს, რომ იგი ხედავდა ლუკა სირაძე როგოირ ტიროდა.

“დედამაც ახალი ჩვენება მისცა სადაც უფრო დეტალურად აღწერა გარკვეული გარემოებები. ასევე საქმეში არის ვიდეომასალა რომელშიც სრულყოფილი დათვალიერების შემდეგ დედას შეუძლია თქვას, რომელ მომენტში რა სიტუაცია იყო. ასეთი დანაშაული პრობლემა ის არის, რომ განყოფილებაში , ყველა თანამშრომელი ერთმანეთს იცნობს და ერთმანეთის საწინააღმდეგოს არ ამბობენ, თუმცა არსებობს რამდენიმე მოწმე, რომლებმაც გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას” – აცხადებს იურისტი.

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძელოა დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს ადვოკატები კატეგორიულად უარყოფენ. საქმეში ჯერჯერობით არ დევს თავად ჩოლოიანის ჩვენება, რადგან იგი დანაშაულს არ აღიარებს.საქმეზე უფრო მეტი დეტალი ერთ თვეში გახდება ცნობილი. თებერვალში ჩანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

“ალია”

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ელიზაბეთ რუდს შეხვდა
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: “დასჭირდა – სიძე გადააგდო, მერე დეკანოზი და პეტრე – თითოეული თავისი პროექტი იყო”