დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გაამართლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ ცნო. თევზაძეს პრკურატურა 22 წლის მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თევზაძეს 5 წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გოდერძი თევზაძის საქმის არსებითი განხილვა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებული პოლიციელის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატი ლედი ტუკვაძე იცავდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილამდე მან წერილი დატოვა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა რუსეთთან სავიზო რეჟიმისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “შოუ” გრძელდება