პოლიციელებზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული ოთხი პირიდან ერთზე, სამართლებრივი დევნა ხელმეორედ დაიწყო

20 ივნისს, პოლიციელებზე ძალადობის განხორციელებისთვის დაკავებული ოთხი პირიდან ერთზე, სამართლებრივი დევნა ხელმეორედ დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ბესიკ თამლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და მას ამისათვის ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა. დღეს კი, მას იგივე ქმედებისთვის სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან.

თამლიანის ყოფილი უფლებადამცველის, ლევან ჩხეიძის განმარტებით, ერთი და იგივე ქმედებაზე სამართლებრივი დევნის ხელმეორედ დაწყება საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ბესიკ თამლიანი, რომელიც სასამართლომ თავის დროზე, ასე ვთქვათ, სამართალდამრღვევად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ეს იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ამის გამო მას შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა და მან უკვე ერთხელ მოიხადა ამ ქმედებისთვის სახდელი. აბსოლუტურად იგივე ქმედებისთვის განმეორებით ამ პიროვნებას უყენებენ ბრალს, რაც პირდაპირ დარღვევაა საქართველოს კონსტიტუციის, როდესაც ერთი და იგივე პიროვნება არ შეიძლება ერთი და იგივე ქმედებისთვის ორჯერ იქნას პასუხისგებაში მიცემული,“- განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე შესაძლოა, „ბასიანის“ დირექტორმა, გიორგი დონაძემ შეცვალოს
შემდეგი სტატია“რუსეთი ოკუპანტია”- ანტისაოკუპაციო ბანერი ზუგდიდში