პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სასამართლომ გიორგი ვაშაძე 3000 ლარით დააჯარიმა

დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ,2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებული საქმის განხილვა დაასრულა და გიორგი ვაშაძე სამართალდამრღვევად ცნო. გიორგი ვაშაძე სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.

გამოძიება პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი ვაშაძესა და ნიკანორ მელიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებოდა.
გურჯაანის სასამართლომ, ნიკანორ მელიას ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია, რის გასაჩივრებასაც დავის მხარე სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულები არ ესწრებოდნენ.

16 დეკემბერს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს, 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დავით კირკიტაძეა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ უკვე ნახევარ მილიონზე მეტნი ვართ!”- ლეონიდ ჩერნოვეცკი
შემდეგი სტატიაუკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი