პოლიციელების მხრიდან კიდევ ერთი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

13148121_10201842404017288_1646970690_oგუშინ, 5 მაისს “ფეისბუქ”-ის მომხმარებელმა ჯაბა შავიშვილმა, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაგარინის მოედანზე როგორ მივიდნენ მასთან ერთ-ერთ გაჩერებაზე და აძალებდნენ განყოფილებაში წასვლას და ცრუ მოწმედ დადგომას.
უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უკვე მესამე უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეა საუბარი. წინა ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

გთავაზობთ ჯაბა შავიშვილის მიერ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას:

18:30 / 5 მაისი / 2016 წელი / გაგარინის მოედანზე გაჩერება

გასაუბრება ჩემს და შსს თანამშრომელს შორის:

ვზივარ ჩემთვის, მოპირდაპირი მხრიდან გადმოდის გორილა და მიახლოვდება.

“ის: გამარჯობა, შენი პირადობა თუ შეიძლება”
ვიღებ ჩანთიდან და ვაჩვენებ, ათვალიერებს.
“ის: ჯაბა სად ცხოვრობ?
მე: ნუცუბიძეზე
ის: შენი დახმარება გვჭირდება, უნდა გამოგვყვე
მე: რა დახმარება?
ის: დახმარება გვჭირდება რა, გამოდი აი იქეთ გვერდზე
მე: ხო მაგრამ რა დახმარება, რა კანონის ძალით ამიხსენით…
ის: რა კანონის და იმ კანონის, გეტყვით როცა განყოფილებაში მიგიყვანთ
მე: რას მიმიყვანთ, ამიხსენით ეხლა და დანარჩენი მერე. (ხმას ვუწევ ცოტათი, ხალხი იკრიბებასავით)
ის: წამო გვერდზე ხო გითხარი, რას ყვირიხარ.
მე: ამიხსენით, ისე არსად არწამოვალ (გვერდით ქალბატონი მესარჩლება)

გადმოდიან სხვა გორილები (ერთი უფორმო)

მეორე: ძმაო გამოგვყევი რა პრობლემაა, ელემენტარული რამეა ამოცნობააა, 3 კაცი იქნება და შენ უნდა ამოიცნო დამნაშავე, (ეს მაგარი საინტერესო რამეა, მოწმე რომ არ ხარ ფაქტის და რომ უნდა ამოიცნო) მორჩა რა.
მე: მერედა მე რა შუაში ვარ, არ ვყოფილვარ ადგილზე
ის: ხო მარა გამოგვყევი ცოტა ხნით
(ჩერდება შავი ბმვ ბაბულიკებით სავსე)
მეორე: ბარო ძმებს, როგორ ხართ ტო

მესამე: შენი სახელი
მე: ჯაბა
მესამე: ჯაბა სად მუშაობ?
მე: რაღაც კომპანიაში
მესამე: ხოდა გამოგვყევი რა, არაფერი დიდი ხნის საქმე არ გვაქვს
მე: რა გამოგყვეთ, მითხარით რატომ და მერე გავარკვიოთ წამოვალ თუ არა
პირველი: ეხლა ძმაო შენ რომ რამე დანაშაული, იმენა ხო იცი რომ ესე არ დაგელაპარაკებოდი, მოგკიდებდი და გაგაქანებდი ეგრევე
მე: რას გამაქანებდი, ჯერ ამიხსნიდი რატომ და დანარჩენი მერე
პირველი: რას ყვირიხარ ბიჭო, ახალგაზრდა კაცი ხარ,რა ხალხი შეყარე არ გრცხვენია

ყველანი ერთად შეჯგუფდნენ

აქედან ვუყვირივარ რომ ზრდილობა ისწავლონ და კანონიც და მოქალაქეებთან მოქცევა

პირველი ხმამაღლა: მე შენ გასწავლი როგორ უნდა მოქცევა (თან ტელეფონზე მესიჯს წერს
მე: აბა ვნახოთ როგორ მასწავლი.

მესამე: ჯაბა საით მიდიოდი?
მე: სახლში
მესამე: ჰოდა წადი რა შენს გზაზე
მე: ისედაც მივდიოდი კაცო რომ არ მოსულიყო

ნელ-ნელა გადიან, ხალხის ყურადღება რომ იგრძნეს. (სულ 6ი)

————————————————————————————-

ხოდა ეხლა რა ხდება ამათ გასაგებია, ვნახოთ როგორ მასწავლიან ჭკუას, მაგრამ აი ამათ უფროსებს მინდა მივმართო (პრ ში იქნებიან თუ სადაც იქნებიან შსს ში)

ძმებო და დებო, როგორ ხართ? როგორ ვერ ასწავლეთ ამდენი წელი ამ გორილებს ისწავლონ თავიანთი ადგილი საზოგადოებაში, ისწავლონ რა არის მათი მოვალეობა (ემსახურონ ხალხს) და არა ებლატაონ მათ. რა გახდა ეს დედააფეთქებული ადმინისტრაციულიდა სამოქალაქო კოდექსი რომ ასწავლოთ, რათა როცა ჩემთან მოვლენ და შევეკითხები რომელი მუხლის ფარგლებში შემაწუხეს (ხო შემაწუხეს და დრო დამაკარგვინეს) მიპასუხონ ნორმალურად როგორც შეეფერება (სამართლებრივი უწყების წარმომადგენელს).

რა გახდა რა?!

banner
წინა სტატიაშიThe Rolling Stones-მა დონალდ ტრამპს საკუთარი სიმღერების გამოყენება აუკრძალა
შემდეგი სტატიარეალური მიზეზი თუ რის გამო დატოვა ვაშაძემ პარტია-ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს