პოლიციელების ცემის ფაქტის გასაჯაროების გამო „kutaisitoday“-ს რედაქტორს ემუქრებიან

დადგა დრო თქვენი დამპალი ხორცი საკუთარი კბილებით დავღეჭო” -ბუბა ჩივაძე

ქწეპოლიციელების ცემის ფაქტის გასაჯაროების გამო „kutaisitoday“-ს რედაქტორს ემუქრებიან

„მას მერე, რაც პორტალზე ორი რაიონის პოლიციის უფროსის ერთმანეთის ცემის შესახებ ინფორმაცია გამოვაქვეყნე, მემუქრებიან და მითვალთვალებენ,“ – აცხადებს “თაიმერთან” საუბარში „kutaisitoday“-ს რედაქტორი ბუბა ჩივაძე.
მისივე თქმით, მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მას უცნობმა დაურეკა, რომელიც ტყიბულის სამმართველოს უფროს ზაზა ჩუბინიძედ გაეცნო და პორტალზე გამოქვეყნებული მასალის აღება მოსთხოვა.
„მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, უცნობმა ადამიანმა დამირეკა, რომელიც მოითხოვდა და მაიძულებდა, მასალა სასწრაფოდ ამეღო. შევეკითხე, ვინ ბრძანდებოდა. მიპასუხა, რომ ზაზა ჩუბინიძე იყო. ამ დროს საჭესთან ვიჯექი და ჩამწერი აპარატურა არ მქონდა, რომ ჩვენი საუბარი ჩამეწერა, თუმცა გვერდით ჩემი თანამშრომელი მეჯდა, როომელმაც საუბრის გარკვეული ნაწილის ჩაწერა მოახერხა. ზაზა ჩუბინიძე ამბობდა, რომ პრობლემები შემექმნებოდა. ასევე, მითხრა, რომ ჩემი გადაადგილების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. იცოდა, რომ დილით გელათის მონასტერში ვიყავი, ალბათ, ლოცულობდი და ცოდვებს ინანიებდიო. როდესაც შევეკითხე, საიდან ჰქონდა ჩემს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, მიპასუხა, რომ თანამშრომელებს დაავალა, რომ მითვალთვალონ. ასევე, მითხარა, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცის. ვკითხე, მაინც რა იცი-მეთქი, მაგრამ არ მიპასუხა. ვფიქრობ, ამ ზარის მიზანი, უბრალოდ, ჩემი შეშინება იყო, რომ მასალა ამეღო. აღნიშნულ ჩანაწერს რამდენიმე საათში გავავრცელებთ. ასევე, ვაპირებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართო, რათა ამ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოკლევა დაიწყოს,“ – აცხადებს ბუბა ჩივაძე “თაიმერთან” საუბარში.
შეგახსენებთ:  „kutaisitoday“-მ ზესტაფონის სამმართველოს უფროსის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პავლე ბუბულაშვილსა და ტყიბულის სამმართველოს უფროს ზაზა ჩუბინიძეს შორის ერთმანეთის ხელკებით ცემის ფაქტზე მასალა გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაში„მაესტროს“ გენერალური დირექტორი “ბიზნეს კონტაქტისა” და “საქმიანი დილის” თანამშრომლებს მიმართავს
შემდეგი სტატია“მოვისმინე, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისთვის”