პოლიციელებმა გაიტაცეს ზურაბ ჯაფარიძე და გააყოლეს კიდევ ბევრი ჩვენი აქტივისტი – „მგელი, დათვი და ბაყაყი“

პოლიციელები შემოვარდნენ, გაიტაცეს ზურაბ ჯაფარიძე და გააყოლეს კიდევ ბევრი ჩვენი აქტივისტი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ჰერმან საბომ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ არ გაჩერდება და გააგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის.

„გილოცავთ, დღეს შედგა კანაფის პირველი ფესტივალი საქართველოში. შედგა ისეთი, როგორც შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინააღმდეგობა იყო. დღეს ზურაბ ჯაფარიძემ დაიცვა მის მიერ საკონსიტუტუციო სასამართლოში მოგებული საქმე“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

კითხვამ, ზურაბ ჯაფარიძე თავისი ნებით გაყვა თუ არა პოლიციას, „გირჩის“ წარმომადგენლებში ღიმილი გამოიწვია.

„შს სამინისტრო სხვადასხვა აკრობატიკებს ატარებს ხოლმე, რომ გააპრავოს თავისი ქმედება. ყველა ადამიანი, ვინც იქ იყო, ან ლაივში უყურებდა, დამეთანხება, რომ ზურა ჯაფარიძესთან არავინ მისულა და არ უთქვამთ – ბატონო ზურაბ, წამობრძანდით. შემოვარდნენ, გაიტაცეს და გააყოლეს კიდევ ბევრი ჩვენი აქტივისტი – „მგელი, დათვი და ბაყაყი“. როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, მას აქვს იმუნიტეტი. როცა მანქანაში სვამდნენ, პოლიციამ მითხრა, რომ ზურა არ არის დაკავებული. ის არის წაყვანილი გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად. ასეთ რაღაცეებს იფიქრებენ ხოლმე, რომ თავიანთი ქმედებები კანონის ჩარჩოებში დატოვონ. ამის განხილვა სერიოზულად არ მიმაჩნია“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე დიდ დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატია“კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის, რაც ხდება დღეს ერთ-ერთ ჩვენს უბანში, იმართება ფესტივალი კაბანისის”