„პოლიციაში ვიყავით და არაფერი იციან” – ახალუბნიდან გატაცებული 8 მოქალაქის ბედი გაურკვეველია

გუგუტიანთკარში მცხოვრებლები, უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას დღეს დილიდან ისევ ელოდებიან. სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პარალელურად ამ დრომდე უცნობია, როდის გაათავისუფლებენ ახალუბნიდან გატაცებულ 8 ახალგაზრდას. გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფორმაციას გატაცებულთა შესახებ არ ფლობს არც ოფიციალური უწყება.

„პოლიციაში ვიყავით და არაფერი იციან, თათბირს ველოდებითო რომ ჩვენ სიახლე გავიგოთო. იმედია, ცუდი არაფერი მოხდება,“ -ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის მეუღლე.

8 ახალგაზრდა მამაკაცი ახალსოფლიდან სასაფლაოს ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა შაბათს და კვირას გაიტაცეს.

როგორც ცნობილია, ისინი ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფებიან. ადგილობრივები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

banner
წინა სტატიაშიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია„ნუ, ჩავლენ, როცა საჭირო იქნება“ – ვოლსკის პასუხი გუგუტიანთკარელებს პრემიერის და პრეზიდენტის ჩასვლაზე