პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხვა-შემოხლაა, დააკავეს რამდენიმე პირი

თბილსიში, რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხვა-შემოხლა და დაპირისპირება მიმდინარეობს.

პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, ისინი პატრულის ავტომობილში ჩასვეს.

ასევე, სამართალდამცველები ალეკო ელისაშვილის დაკავებასაც ცდილობდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.

დაკავებები და შეხლა-შემოხლა გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან გზის კვლავ გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა.

პარალელურად, აქციის მონაწილეებს გამომსვლელები მიმართავენ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ამასთან, შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმბოლურად ბოქლომი დაუბრუნა