პოლიციას ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდა – სუს-ი საოკუპაციო ხაზთან გატაცების მცდელობაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების მორიგ მცდელობას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანე მარიკაშვილმა ინციდენტის შესახებ პოლიციას დაგვიანებით აცნობა.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი ამბობს, რომ მარიკაშვილს პოლიცია უკვე ესაუბრა.

“აღნიშნული ინციდენტი, რომელის შესახებაც ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა კონკრეტულმა პიროვნებამ, ჩვენთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ რაც აღნიშნულა პირმა ეს ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა დაგვიანებით, მხოლოდ მას შემდეგ რაც ჯერ ეს ინფორმაცია კონკრეტულ სამოქალაქო აქტივისტს, ჯგუფს გაუზიარა. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ იმავე დღეს, დაუყოვნებლივ არ მოხდა პოლიციის ინფორმირება” – თქვა გიორგი საბედაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშეკვეთილში 22 წლის ახალგაზრდას სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვას რამდენიმე უბანზე განიხილავს