პოლიციას გივი თარგამაძე ამ დრომდე არ დაუკითხავს

თბილისში, ვეკუას ქუჩაზე მომხდარი აფეთქებიდან, რამდენიმე საათში, გვიან ღამით მთაწმინდის პოლიციაში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე. დეპუტატის თქმით, მისი, როგორც დაზარალებულის ჩვენებით ჯერ არ დაინტერესებულა გამოძიება და პოლიციაში მხოლოდ ექსპერტიზისთვის დაიბარეს. თარგამაძის განმარტებით, იგი მზადაა სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს.

როდის დაიბარებენ საგამოძიებო უწყებაში გივი თარგამაძეს დეპუტატისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

პოლიციასთან იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძროაბის სხვა ლიდერები, რომლებიც პრემიერის მიერ გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურენ. მათი შეფასებით გამოძიების დასრულებამდე მინიშნებების გაკეთება გიორგი კვირიკაშვილის მხრიდნ არასწორია.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:10 თბილისში ვეკუას ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. აფეთქების მომენტში დეპუტატი მანქანაში იმყოფებოდა, მას პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

banner
წინა სტატიაში“უმანკო კრავი გამოიყვანეს,მამა აბრამის ბატკანი”-ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულზე საუბრობს
შემდეგი სტატიათარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა