პოლიციას აქტივისტები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაყავს

აჭარის მთავრობის შენობის წინ ხმაურია. პოლიციას აქტივისტები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაყავს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა დააკავეს, მათ შორისაა რეზო ხარაზი. ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი, ცოტა ხნის წინ მივიდა. მან აქციის მონაწილეებს გონივრული ვადა მისცა. უთხრა, რომ თუ ისინი შენობის შესასვლელს არ გაათავისუფლებენ, კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ.

 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ”სირცვხილიას” აქტივისტები აჭარის მთავრობის შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს შენობა პიკეტირებული აქვთ. ისინი შესასვლელ კართან დგანან და სამუშაო კაბინეტებში თანამშრომლებს არ უშვებენ.

banner
წინა სტატიაშილუის ნავარო: ჩაგდებამ აჩვენა, რომ “ოცნება” შეშფოთებულია 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით
შემდეგი სტატიაპარლამენტთან გაშლილ კარვებზე ვარდები გამოფინეს