პოლიციას აქტივისტები კუხიანიძის კაბინეტიდან ძალით გაჰყავს, რამდენიმე გოგო კიბეზე ჩაათრიეს

პოლიციას აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან იძულებით გაჰყავს. რამდენიმე გოგო სამართალდამცველებმა კიბეზე ძალით ჩაათრიეს, რათა ადგილიდან გაეყვანათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი აქტივისტი დაშავდა – ახალგაზრდა კაცმა კიბეზე თავი დაარტყა.

ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტებს კარავი ჰქონდათ გაშლილი და მისგან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ.

თბილისის საკრებულოში ვითარება დაძაბულია. მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი.

ფოტო: TV Pirveli

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, შესაბამისი პროცედურები პარლამენტში უკვე გავლილია და ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს
შემდეგი სტატიაასეთი უმწვავესი შეფასებები არც ერთი წინა ხელისუფლების პირობებში არ მახსოვს – ჩიხრაძე კინზინგერის წერილზე