პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.ე. დააკავეს.

სამინსიტროს ინფორმაციით, დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ბრალდებულმა, ცივი იარაღის მუქარით ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი დააყაჩაღა, 150-ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თბილისში დააკავა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიDaimler-მა არ იცის, კიმ ჩენ ინს საიდან ყავს მისი ლიმუზინი
შემდეგი სტატიაადვოკატი – იულია სუსლიაკის საქმის მასალებში წერია, რომ მან 11 ბავშვი იყიდა, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს