პოლიციამ უტრეხტის მსროლელი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ დააპატიმრა პირი, რომელიც დღეს დილით შეიარაღებული თავდასხმის მოწყობაშია ეჭვმიტანილი ტრამვაიში. შემთხვევა ქალაქ უტრეხტში მოხდა. ადრე სამართალდამცველებმა გაავრცელეს, რომ ეძებენ თურქეთის მკვიდრს, 37 წლის გიოკმენ ტანისს. პოლიციამ მისი ფოტო გაავრცელა, რომელიც ვიდეოკამერებიდან ამოიღო. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია ხუთი.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულია, ასევე, ბოროტმოქმედის ძმა.
ჯერჯერობით, დანაშაულის მოტივები არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ვინ იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი “გაერთინებული ოპოზიციიდან”
შემდეგი სტატიაორი ადამიანი პოლიტიკას ძირშივე მცდარ საფუძვლებზე აგებს