პოლიციამ ურეკში “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი დააკავა

პოლიციამ ურეკში რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დააკავა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ვლადიმერ მენაბდე ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

გადამღები ჯგუფი ურეკში, ინფორმაციის გადასამოწმებლად იმყოფებოდა, რომლის თანახმადაც ადგილზე გამგებელსა და საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით კი მომხდარის მიზეზი მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა გახდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მოქალაქეები გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ ადგილზე მისულმა პოლიციამ კი კურიერის ჟურნალისტი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: მოსამართლე ტურავა ხელისუფლების დესანტია საკონსტიტუციო სასამართლოში
შემდეგი სტატიანატოს ძალებმა რუსული წყალქვეშა ნავი დაიჭირა