პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის
ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ.
ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს
დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი
სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის
ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიური
პრობლემები აღენიშნება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის
კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო: შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან და დაესწარით ლოცვას
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: დღეს კარგად ჩანს რამდენად საშიშ რეალობაში ვცხოვრობთ