14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს.

“დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავა
შემდეგი სტატია“თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით?” – ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას