პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

როგორც უწყება წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. მისი სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით კი, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. ტრეფიკინგის ბრალდებით არიან დაკავებულები…

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1983 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ და 1993 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს.

აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდნენ, ბრალდებულები: 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ., რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაზარალებულების „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისუბარი – ფარცხალაძის სანქცირების დაკავშირება ქართულ პოლიტიკასთან და ქართულ საზოგადოებაზე გავლენასთან, გამოგონილი ბრალდებაა
შემდეგი სტატიაუკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, კიევში საჰაერო განგაშია