2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

პოლიციამ თიანეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებული მ.ა.-ს.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიისტორიაში პირველად, საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხის მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს – დაკავებულია ძებნილი პირი