17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

პოლიციამ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი – ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე,  მათ მიერ მითითებული ადგილებიდან  სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე,  ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს,  რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკეროლაინ ლევიტი “სამშვიდობო გეგმაში” ტრამპის ჩართულობაზე: “პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესს არ თმობს”
შემდეგი სტატიაბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს