8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი
მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მეორე
ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს
სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 შეკვრად
დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიათბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, 45 ათასი აღსაზრდელისთვის, საახალწლოდ, სასაჩუქრე ნაკრებს 649 350 ლარად შეისყიდის