26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე
დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა
ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 42 შეკვრად
დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი” და
„გამომშრალი „მარიხუანა”.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე 1 400 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება