21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა – მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – „მარიხუანა“ და  მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში უკანონოდ მყოფი 13 ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიახუდადოვის ქუჩაზე მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა