პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ს.ვ., 2006 წელს დაბადებული დ.შ., 2006 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ჰ.ა.

დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მარიხუანა“, „ტრამადოლი“, ფსიქოტროპული ნივთიერებები და ელექტროსასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 260-ე, 261-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: არ შევეგუებით სუვერენიტეტის დაკარგვასა და რუსულ ჭაობს!!! არ ვუღალატებთ თავისუფლების იდეას!!!
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – დღეს ისევ საფრთხეშია სისხლით მოპოვებული თავისუფლება, ისევ ქართველი ხალხის ერთსულოვნების დროა, ჩვენ ვართ ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის და გარდაუვლად ასე იქნება