შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის,
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და დიდუბე-ჩუღურეთის
მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა
დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1973 წელს
დაბადებული გ.გ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და
ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე
განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული
შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე,
მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული
ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი” და „ალფა-პვპ” ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე
მუხლებით მიმდინარეობს.