შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 1971 წელს
დაბადებული რ.ჯ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, 1972 წელს დაბადებული
ი.ვ.-ს საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფას ნივთებს და ფულს
უკანონოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
რ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს და მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით
ამოიღეს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და
მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

















