17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ
განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით –
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს – 1986
წელს დაბადებულ კ.ნ.-ს.

დაჭრილი კ.ნ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია
გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი
ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიავადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები -შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა 8 ვეტერინარულ კლინიკაში