33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში
მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
დააკავეს.
ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო
კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო
ჩართულობით განხორციელდა.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ
ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც
მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირის ვინაობა ოპერატიულად
დაადგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
banner
წინა სტატიაშიტრამპი: 1000 რაკეტა მიმართულია ირანისკენ, ხოლო ათასობით სხვა რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება, თუ ისინი შეეცდებიან აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის მოკვლას
შემდეგი სტატია“აფეთქება არ იყო ტერაქტი, ხოლო ბენზინიანი ბოთლი – ტერორიზმი?”- გივი თარგამაძე