20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ ძარცვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
დააკავეს.
ბრალდებულები, თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე,
მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის პირად ნივთებს და
თანხას.
სამართალდამცველებმა ისინი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და
მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოყვება რეაგირება
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე