პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1993 წელს დაბადებული ფ.მ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ცხელ კვალზე
დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს: 1999 წელს დაბადებულ გ.შ.-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს
„TV პირველის” კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდს შესთავაზებს
შემდეგი სტატიაეს არის ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის უმოქმედო პოლიტიკის შედეგი – თარხნიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის უკანონო დაკავებაზე