28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით
ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მობილური ტელეფონები და
თანხა გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 6 პირი