პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე
დააკავეს.

დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 ფირფიტა
ნარკოტიკული საშუალება “ლსდ” და 3 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება
ნივთმტკიცებად ამოიღეს. დ.მ.-ს საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი
ნივთმტკიცებად ამოღებულია 553 აბი ნარკოტიკული საშუალება “მდმა”, 470
ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება “ლსდ”, 3 შეკვრა „მეტადონის ფუძე“ და 1
შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “მდმა”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას
გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა