20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,
სხვადასხვა დროს ხუთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი
ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს
სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებები, მათ შორის „ალფა -პვპ“ და „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო
მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა