შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავეს,- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მეთადონი” ამოიღეს, ხოლო, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,– აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

















