6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ
შორის ბრალდებულის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკისას,
სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალება – 138 შეკვრა „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის
საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავა