შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.დ.
დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 9
შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება ე.წ. „ბიო“. ხოლო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული
საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე
ამოღებულია 30 ადგილიდან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და
260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20
წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


















