4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში
ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი
ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან
ავტოსადგომიდან აღნიშნული ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაიყვანა და
შემთხვევის ადგილი დატოვა.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო
შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი
და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიდაკითხვაზე Flydubai-ის პილოტმა ბენ-გურიონში თავდასხმის გეგმა აღიარა
შემდეგი სტატიაპოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი