პოლიციამ თბილისში 1557 აბი “ექსტაზი” ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დეკანოზმა სასჯელი მისთვის ღირსეულ და შესაბამის პირობებში მოიხადოს”
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა