17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო
ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 9 პირი
დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა –
ტარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის
ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული დ.ხ.; 1987 წელს
დაბადებული ო.მ.; 1985 წელს ნ. მ., 2004 წელს დაბადებული მ.ტ., 1995 წელს
დაბადებული ო.ო., წარსულში ნასამართლევები: 1983 წელს დაბადებული დ.ქ.,
1990 წელს დაბადებული ვ.ხ., 1976 წელს დაბადებული ნ.გ. და უცხო ქვეყნის
მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.ა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და
საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს –
სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და
საბრძოლო ვაზნები.

ერთ-ერთი ბრალდებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივალერი გელბახიანი: “გამოძიებას ვინ დაუკვეთა მიქაძეების დაჭერა?!” მტკიცებულება არაა, ხალხი დაჭერილია, ე.ი. რა ხდება?! ვიღაცამ უთხრა “დაიჭირეთ!” ჰოდა, გვითხრან ვინ დაუკვეთა
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა