11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“, „კეტამინი“ და „მდმა“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი