პოლიციამ თავისუფალი ზონის წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავა

დღეს დილით გმირთა მოედნისა და თამარაშვილის გამზირის შემაერთებელი ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ რეპორტიორი, გიორგი რუხაია, დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაცია და ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები თავისუფლმა ზონამ გაავრცელა.

დაკავების მიზეზი კი ის გახდა, რომ თავისუფალი ზონის წევრებმა ამ ტერიტორიაზე ბანერი წარწერით – “თავისუფლება ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს, კახა გაბუნიას!”, ჩამოჰკიდეს. რეპორტიორი გიორგი რუხაია კი, რომელიც ვიდეოკადრებს იღებდა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

banner
წინა სტატიაშიმალიში სამართალდამცავები სამ ეჭვმიტანილს ეძებენ
შემდეგი სტატია“2016 წელს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესაძლებლობა არ არის”