პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის
ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს,
სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი,
რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა. სამართალდამცველებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების
სახით ამოიღეს.
პოლიციის მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ასევე
დადგინდა, რომ ტ.ბ.-მ ანალოგიური დანაშაული წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა.
ბრალდებულს სხვადასხვა პირისგან თაღლითური სქემით რამდენიმე ავტომობილი
აქვს მითვისებული, რომელთა ნაწილი სამართალდამცველების მიერ უკვე
ამოღებულია ნივთმტკიცებად.
სხვა ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების
მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ
თაღლითობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგი ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე
შემდეგი სტატიაკლინიკების ასოციაცია პრემიერს: მესამე მსოფლიო ომში ვართ, გავშალოთ საველე ჰოსპიტლები