პოლიციამ სოფელ ჭოგნარში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა-დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ სოფელ ჭოგნარში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა-დაკავებულია ერთი პირი-ამის შესახებ “თაიმერს” შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს
დაბადებული გ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში
თანასოფლელის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც 7 500 ევრო, 900 დოლარი
და ოქროს სამკაულები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული ფულის ნაწილი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,
ხოლო ნაწილი – ბრალდებულის კუთვნილი მიკროავტობუსის ჩხრეკის შედეგად
ამოიღეს. პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ოქროს ნივთები,
რომლებიც გ.გ.-მ ამავე სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის სახლში
დამალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გ.გ.-მ წარსულში მის მიერ ჩადენილი
ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა, რა დროსაც სოფელ ჭოგნარში, მოქალაქის
სახლიდან 5000 ლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილსა და ყალბი პირადობის მოწმობების საქმის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა – ნივთიერება ახალგაზრდებმა ვებგვერდიდან შეიძინეს