პოლიციამ სარფში ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს
დაბადებული თ.ფ. სარფში დააკავეს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ და
86 გრამამდე ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული საშუალებების
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“და 262-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა
შემდეგი სტატია,,აშშ-ში საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით”