8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 43 წლის მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით – 1983
წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადაადგილებისას გადამოწმების
მიზნით შეაჩერეს.  სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან,
სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 30 შეკვრა
ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატია“სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა” – შალვა პაპუაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის საწყის პერიოდზე